მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის თავდაცვის ძალებმა უკვე 219 820 ოკუპანტი მოკლეს

უკრაინის კონტრშეტევის დროს ყველაზე მძიმე ბრძოლები სამ უბანზე აღინიშნება. რუსეთის ჯარში დიდი დანაკარგებია. ინფორმაციას ამის შესახებ Twitter -ში დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეტაკების ხაზებზე მძიმე ბრძოლები გრძელდება, მათგან ყველაზე ინტენსიური კი – ზაპოროჟიეს ოლქში, დონეცკის ოლქის დასავლეთ რაიონებში და ბახმუტთან.

“ყველა ამ მიმართულებით უკრაინა აგრძელებს შეტევითი ოპერაციების ჩატარებას და მიაღწია მცირე წარმატებას “, – დასძინეს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში.

ასევე აღინიშნა, რომ უკრაინის სამხრეთის ნაწილში რუსული ჯარები შედარებით ეფექტურ თავდაცვით ოპერაციებს ახორციელებენ.

“ორივე მხარეს დიდი დანაკარგები აქვს. ამასთან, დიდი ალბათობით, მარტში გამართული ბახმუტისთვის ბრძოლის პიკის შემდეგ რუსეთის ჯარების დანაკარგები ყველაზე მაღალი იქნება”, – აცხადებენ დიდი ბრიტანეთის დაზვერვაში.

უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 219 820 ჯარისკაცი დაკარგა, 650 – მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში.
მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე არსებულ ინფორმაციას მოიცავს

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

ტანკი – 3984
ჯავშანტექნიკა – 7729
საარტილერიო სისტემა – 3847
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 610
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 364
თვითმფრინავი – 314
ვერტმფრენი – 304
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 3371
ფრთოსანი რაკეტა – 1211
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 6571
სპეცტექნიკა – 522
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button