მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

მირზა სუბელიანმა გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულება დატოვა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით მსჯავრდებულმა, პროკურატურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მირზა სუბელიანმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა.

სუბელიანს გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებასთან ახლობლები და ოჯახის წევრები დახვდნენ. მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

მირზა სუბელიანი 2018 წლის 9 ივნისს დააკავეს. მას საგამოძიებო უწყებამ ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენა, თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მუხლის კვალიფიკაცია შეიცვალა. მირზა სუბელიანი სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დაფარვისთვის დამნაშავედ სცნო და 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციებში სუბელიანი სხვა შესაძლო ბრალეულობაზეც არის საუბარი. კერძოდ კი, კომისია მიიჩნევს, რომ სუბელიანმა მისი ჩარევის შედეგად, გამოძიების მიკერძოებულობა გამოიწვია, ასევე ზემოქმედება მოახდინა გამოსაკითხ პირებზე, გამოძიებას ხელი შეუშალა და ცრუ ჩვენება მისცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button