მნიშვნელოვანისაქართველო

“მირზა სუბელიანმა თვითმკვლელობა სცადა” – პენიტენციური სამსახური

“მირზა სუბელიანს ციხეში სუიციდის მცდელობა ჰქონდა”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სუბელიანის ადვოკატებმა განუცხადეს.

უფლებადამცველები დღეს გლდანის მერვე დაწესებულებაში იმყოფებოდნენ. ციხეში შესულები იყვნენ პროკურატურის წარმომადგენლებიც.

თუმცა ადვოკატის განცხადებით, დაკითხვა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ გუშინ საღამოს, სუბელიანის მხრიდან სუიციდის მცდელობას ჰქონდა ადგილი, რაც სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ დროულად აღიკვეთა.

ამასთან, სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ბრალდებული იყო და არის სულიერად აღელვებული, მაგრამ ის იმყოფება სამედიცინო პერსონალის ზედამხედველობის ქვეშ და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button