მისისიპიში მატარებელი ავტობუსს შეეჯახა: 4 ადამიანი დაიღუპა [Photo/Video]

აშშ-ის ქალაქ ბილოქსიში (მისისიპის შტატი) მატარებელი ავტობუსს შეეჯახა, – იუწყება Associated Press.

ავტობუსში ხანდაზმული ადამიანები იმყოფებოდნენ, რომლებიც ტეხასიდან გადმოჰყავდათ. წინასწარი მონაცემებით, 4 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო სამი ათეული კი მძიმედ დაშავდა.
ქალაქის პოლიციის უფროსმა, ჯონ მილერმა განაცხადა, რომ ავტობუსი, რომელშიც 43 მგზავრი იმყოფებოდა, რკინიგზის გადასასვლელზე გაიჭედა. აღნიშნული შემთხვევის შემდეგ რამდენიმე წუთში მას მატარებელი შეეჯახა.

 

[print_gllr id=54851]

 

მსგავსი პოსტები

Back to top button