რეგიონისაქართველოსიახლეები

მიტანის სერვისი და ავტომობილით გადაადგილება რეგიონებში

მიტანის სერვისის განხორციელებისას კომპანიებს შეუძლიათ ავტომანქანებითაც ისარგებლონ. ამის შესახებ ინფორმაციას კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოში ადასტურებენ.

დღეს, 22 აპრილს, კომპანია “გლოვომ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიტანის სერვისის განხორციელებისას, 22 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით, კომპანიებს ავტომანქანებით გადაადგილება ეზღუდებოდათ. კომპანიის ცნობით, აღნიშნული აკრძალვის შედეგად, მათთან დასაქმებული კურიერების 30% ვერ შეძლებდა მომსახურების განხორციელებას. ამასთან, “გლოვოს” განმარტებით, აკრძალვის შედეგად კომპანია მომსახურებას სრულად წყვეტს ქუთაისში, ხოლო დანარჩენ ქალაქებში პროდუქტის მიწოდების დრო საგრძნობლად გაიზრდება.

საქართველოში ავტომობილით გადაადგილება აკრძალულია 27 აპრილამდე, მცირე გამონაკლისების გარდა. მაგალითად, რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას ავტომობილით მოძრაობა შეუძლია დილის 6-დან 8 საათამდე, ასევე, საღამოს 6-დან 7 საათამდე. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ მთავრობის ცხელ ხაზს, ნომერზე 144, ან ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მერიებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button