“მიწები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე გასხვისდება” – ირაკლი კობახიძე [Audio]

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, “მიწების გასხვისება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე მოხდება”.
როგორც კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, “მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით, ერთობლივი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრს, უმრავლესობასა და სამთავრობო გუნდს შორის გამართული კონსულტაციების შედეგად იქნა მიღებული”.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ჩანაწერი კონსტიტუციაში გაჩნდება.
მოუსმინეთ ირაკლი კობახიძის ხმას ბრიფინგიდან ►