მნიშვნელოვანი

„პუტინის რეჟიმს წინ კარგი დღეები არ აქვს“ – ნიკა რურუა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა რურუა მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ, საქართველოს სიახლოვეს დამატებითი დივიზიების განლაგება, ფსიქოლოგიური ზეწოლის ნაწილია და რეალური სამხედრო დაპირისპირების რისკი მინიმალურია. ამის შესახებ ნიკა რურუამ რადიო ,,თბილისის“ თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ განაცხადა.

მისი თქმით, დასავლეთის ახლადდაწყებული დაპირისპირება რუსეთთან მიმართებაში, თანდათან გამწვავდება და ,,პუტინის რეჟიმს წინ კარგი დღეები არ აქვს“.

ნიკა რურუას თქმით, დღეს, საქართველოს ხელისუფლების არასწორი დიპლომატიის შედეგად, ჩვენი ქვეყნის საკითხი საერთაშორისო დონეზე აქტუალური აღარაა და მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ პრინციპული პოზიცია დაიბრუნოს და დიპლომატიური მისიები გაააქტიუროს.

მოისმინეთ ნიკა რურუას ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button