მიწისძვრა იტალიაში – დაღუპულთა რიცხვი 240-მდე გაიზარდა

განმეორებითი მიწისძვრა იტალიაში. ბიძგების სიმძლავრემ 4, 2 მაგნიტუდა შეადგინა.

24 აგვისტოს ღამეს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კი 240-მდე გაიზარდა. 368 პირია დაშავებულია, ათობით ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი.

სტიქიის ზონაში სამძებრო სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იტალიაში 24 აგვისტოდ ადგილობრივი დროით 3:33 წუთზე ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ პერუჯასთან ახლოს 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. მას რამდენიმე წუთში ასევე ძლიერი, 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის განმეორებითი ბიძგები მოყვა.

მიწისქვეშ ბიძგები იმდენად ძლიერი იყო, რომ ის რომშიც იგრძნობოდა

მსგავსი პოსტები

Back to top button