საქართველოსიახლეები
მიწისძვრა საქართველოს საზღვართან

საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები რუსეთის ფედერაციაში, ინგუშეთში, საქართველოს საზღვრიდან 7 კილომეტრში დაფიქსირდა.
მიწისძვრის სიმძლავრე 3.9 მაგნიტუდას შეადგენდა. მისიწქვეშა ბიძგების სიღრმე კი, 16 კილომეტრი იყო.
მიწისძვრა თბილისის დროით 16:33 საათზე დაფიქსირდა.