„მიწისძვრას ლაგოდეხში ზიანი არ მოჰყოლია“
დღეს დილით მიწისძვრა მოხდა საქართველო აზერბაიჯანის საზღვრიდან 56 კილომეტრის მოშორებით.
ბიძგები იგრძნობოდა ლაგოდეხიც. როგორც რადიო „ჰერეთს“ გამგებელმა კახა ჯამბურიამ განუცხადა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით მიწისძვრას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული ზიანი არ მოჰყოლია.
როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, ბიძგების სიმძლავრემ რიხტერის შკალით ეპიცენტრში – 7 ბალი, ხოლო ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებში – 5-6 ბალი შეადგინა. მათივე ინფორმაციით მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.