მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
მიწისძვრები საქართველოში
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/08/miwisdzvra.jpg)
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 11:31 საათზე, ქალაქ ტყვარჩელიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 12 კმ-ში, 3.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დაფიქსირდა.
ცნობისთვის, ეს ბოლო 12 საათში საქართველოში მომხდარი მესამე მიწისძვრაა.
პირველი მიწისძვრა წალკის მიმდებარე ტერიტორიაზე 11 აგვისტოს წალკის მიმდებარე ტერიტორიაზე 23:21 წუთზე ქალაქ წალკიდან სამხრეთ – დასავლეთით, სოფელ როდიონოვკასთან (ფარავანი) დაფიქსირდა, რასაც ნახევარ საათში განმეორებითი ბიძგები მოყვა.
პირველი მიწისძვრის სიმძლავრე 3.4 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა. სიღრმე კი, 10 კმ იყო.