მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა შესაძლოა 50 000-ს მიაღწიოს

ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, 28 000-ზე მეტი ადამიანი. მათგან 24 000-ზე მეტი დაღუპულია თურქეთში.

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებში მარტის გრიფიტსი ამბობს, რომ თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა, შესაძლოა, სულ მცირე ორჯერ გაიზარდეს და 50 000-ს მიაღწიოს.

ბოლო დღეებში, თურქეთში რამდენიმე ადამიანი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს, მათ შორის იყო 2 წლის ბიჭი, რომელმაც ჰატაიში ჩამონგრეული შენობის ნანგრევებში 79 საათი გაატარა. მაშველებმა გადაარჩინეს 10 წლის გოგოც, რომელსაც ნანგრევებში 90 საათის გატარება მოუწია.
ბოლო ინფორმაციით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულია საქართველოს 5 მოქალაქე.

თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“ თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის ფუატ ოქტაიზე დაყრდნობით ავრცელებს, რომ თურქეთში, დაღუპულთა რიცხვმა 24 617-ს მიაღწია.

საინფორმაციო სააგენტო AFP-ის მონაცემებით, სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 3556 ადამიანი.

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის ინფორმაციით, თურქეთში დაკარგულად ითვლება 32 071 ადამიანი. მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 80 ათასს აჭარბებს.

ოქტაის განცხადებითვე, მიწისძვრით დაზარალებულ 10 პროვინციაში, იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურის მიერ შექმნილია საგამოძიებო დანაყოფები.
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაახლოებით 6 ათასი შენობა დაინგრა, რომელთა ნაწილი ახალი სტანდარტებით იყო აშენებული.

ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ სტიქიის ზონაში კიდევ უფრო მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნება.

“გულსატკენია ამ ზიანისა და მისი ზემოქმედების ნახვა ხალხზე. ჩვენ ახლა ხანს მოვედით გარკვეული რაოდენობის მარაგით და მოუთმენლად ველით დახმარების გაგრძელებას. გადაუდებელი სერვისები მარაგები, რომელიც ჩვენთან ერთად ჩამოვიდა ტვირთის მხოლოდ ერთი ნაწილია, ხვალ უფრო მეტს გამოვაგზავნით,”-აცხადებს ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი.
ვიცე პრემიერის თქმით, უკვე გამოვლენილია 131 ადამიანი, რომლებიც, სავარაუდოდ. ბრალდებულნი არიან მიწისძვრის შედეგად დანგრეული სახლების უხარისხოდ მშენებლობაში. მათგან ერთი უკვე დაკავებულია, 113 ადამიანზე კი დაკავების ორდერებია გაცემული.

მიწისძვრიდან 3 დღის შემდეგ გაეროს პირველი ჰუმანიტარული დახმარება ჩავიდა სირიაში. თურქეთში ერთკვირიანი გლოვაა გამოცხადებული. ამასთან, 10 რეგიონში სამი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

რაც შეეხება სირიას, სხვადასხვა მედიასაშუალების ინფორმაციით, სიცივისა და განადგურებული ინფრასტრუქტურის გამო სამაშველო სამუშაოები გართულებულია. ამას ემატება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი და სამხედრო კონფლიქტი.

თურქეთის უშიშროების ძალებმა დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, დაზიანებული შენობების სავარაუდო ძარცვის, ქურდობისა და დაზარალებულთა თაღლითობისთვის მინიმუმ 98 ადამიანი დააკავეს – ამის შესახებ თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu იტყობინება

გამოცემის ცნობით, წყაროების თანახმად, რომლებსაც სურდათ ანონიმურად დარჩენა, გამოძიება ჩატარდა მინიმუმ 42 ეჭვმიტანილზე თურქეთის სამხრეთ ჰათაის პროვინციაში დაზიანებული შენობების გაძარცვის ბრალდებებთან დაკავშირებით.

“სულ მცირე 40 ეჭვმიტანილი დააკავეს და უსაფრთხოების ჯგუფმა ამოიღო ექვსი იარაღი, სამი თოფი, სამკაულები, საბანკო ბარათები, 11,000 დოლარი და 70,000 თურქული ლირა (დაახლოებით 3,700 დოლარი) ნაღდი ფული”- ნათქვამია სტატიაში.

კიდევ ორი ადამიანი დააკავეს მას შემდეგ, რაც ჰატაის პროვინციაში მიწისძვრის მსხვერპლთათვის განკუთვნილი ექვსი სატვირთო მანქანის საკვების გაძარცვას ცდილობდნენ. გამოცემის ცნობით, მათ მსხვერპლს, ნედიმ აკარსუს, დაურეკეს, თავი ტელეკომუნიკაციის მუშაკებად წარმოადგინეს და უთხრეს, რომ შეეძლოთ დაეხმარონ მას შემდეგ, რაც ის მიაწვდიდა მის პირად საბანკო ინფორმაციას.

სულ მცირე ექვსი ადამიანი ასევე დააკავეს სტამბოლში სამხრეთ გაზიანთეფში მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლების წინაშე განხორციელებული თაღლითობის გამო.

“Anadolu-ს” ცნობით, ათობით ეჭვმიტანილი დააკავეს მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რაიონებში სავარაუდო ქურდობისა და ძარცვისთვის. გარდა ამისა, ეჭვმიტანილები დააკავეს მინიმუმ რვა პროვინციაში.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვი 25 000-ს აჭარბებს.
დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს გვიან ღამით მოხდა. მისი სიმძლავრე 7.8 მაგნიტუდას აღწევდა ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა და მას 100-მდე ბიძგი მოჰყვა. სტიქიის გამო დაინგრა ათასობით შენობა.6 თებერვალს, შუადღის შემდეგ, ეპიცენტრში დაფიქსირდა კიდევ ერთი – 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა.
სხვადასხვა ქვეყნიდან თურქეთსა და სირიაში ჰუმანიტარული და სამაშველო დახმარება გაიგზავნა. სამშაბათს დილით ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული თვითმფრინავები ერაყიდან და ირანიდან დამასკოს აეროპორტში ჩაფრინდა.

მაშველები გააგზავნა საქართველომ, აშშ-მა და ინდოეთმა. ევროკავშირმა გაააქტიურა კრიზისებზე რეაგირების მექანიზმი, ხოლო პალესტინიდან სამოქალაქო და სამედიცინო ჯგუფები სირიასა და თურქეთში გაემგზავრნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button