“მიწისქვეშა გადასასვლელებში ქვეითი პატრული იმოძრავებს”

თბილისის მასშტაბით არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში უახლოეს მომავალში სათვალთვალო კამერები დამონტაჟება, მანამდე კი ქვეითი პატრულირება დაწესდება, – ამის შესახებ „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა ლევან ჯღარკავამ განაცხადა. მისი თქმით, შემუშავებულია სპეციალური პროექტი, რომელიც დედაქალაქში არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში, სკვერებსა და ბაღებში სათვალთვალო კამერების მოწყობას ითვალისწინებს. ჯღარკავას თქმით, ამ ყველაფერს ერთიან მონიტორინგს შსს-ს სპეციალიზირებული დეპარტამენტი გაუწევს. თბილისში 55 მიწისქვეშა გადასასვლელია. საიდანაც მათი უმეტესობა დაბიძნურებულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button