მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მიუღებელია ნებისმიერი მკვლელობის მცდელობა და ტერორისტული აქტი-პესკოვი ივანისვილის შესაძლო ტერაქტზე

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებულ გამოძიებას პუტინის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა ეხმაურებიან.

ზახაროვას ჰკითხეს, “ცნობილი გახდა, რომ ქართული სპეცსამსახურები მმართველი პარტიის ლიდერის მკვლელობის დაგეგმვის საქმეს იძიებენ. ამასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციის საბჭო საქართველოს სთავაზობს, ОДКБ-ში გაერთიანდეს და ჰპირდება, რომ მმართველ პარტიას გადატრიალების მცდელობის შემთხვევაში, ძალაუფლების შენარჩუნებაში დაეხმარება. როგორ აფასებთ ასეთი სცენარის პერსპექტივას?”

ზახაროვას თქმით, დაზუსტებით ვერ იტყვის, რომ ეს რუსეთის ოფიციალური პოზიციაა და მას “ექსპერტულ მოსაზრებას” მიაწერს.

“საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანება, ეს არის თითოეული სახელმწიფოს სუვერენული უფლება, თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. იმის გათვალისწინებით, რომ უსაფრთხოება განუყოფელი უნდა იყოს (ამაზე ყოველთვის ვსაუბრობთ და ხაზს ვუსვამთ), თქვენ ვერ უზრუნველყოფთ თქვენს უსაფრთხოებას სხვისი უსაფრთხოების ხარჯზე. უნდა გავიმეორო, იმის გათვალისწინებით, რომ ახლა ამ თემას განვიხილავთ.

რა თქმა უნდა, საქართველოს სუვერენული უფლებაა ამ ტიპის და მასშტაბის გადაწყვეტილებების მიღება”, – თქვა ზახაროვამ.

საქართველოში ბიძინა ივანიშვილის მკვლელობა მზადდებოდა-სუს

პესკოვის თქმით კი, “დეტალები არ იცის”, თუმცა “ნებისმიერი თავდასხმის მცდელობა მიუღებელია”.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც ეხებოდა საქართველოს მმართველის პარტიის, ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ტერორისტული აქტის მომზადების საქმეს.

პესკოვმა თქვა, რომ მიუღებელია ნებისმიერი მკვლელობის მცდელობა, ტერაქტი, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება მოქმედ პოლიტიკოსს.

„მე არ შემიძლია კომენტარის გაკეთება, იმიტომ რომ დეტალები არ ვიცი. ჩვენ ვგმობთ ნებისმიერ მკვლელობის მცდელობას და მიუღებლად მიგვაჩნია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მიუღებელია ნებისმიერი მკვლელობის მცდელობა – ტერორისტული აქტი, მით უმეტეს, მოქმედ პოლიტიკოსზე – პოლიტიკური ზეწოლის ასეთი უკანონო, ძალისმიერი მეთოდების დანერგვა. მაგრამ დეტალები არ ვიცი, ამიტომ მეტის თქმა არ შემიძლია“, – პესკოვის კომენტარს რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button