მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

“მიუღებელია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის არჩევნების ჩატარება,,-პრეზიდენტი

რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებას სალომე ზურაბიშვილი განცხადებით გამოეხმაურა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ეს ქმედება სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს.

ყოვლად მიუღებელი და უკანონოა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება, – მივმართავ საერთაშორისო საზოგადოებას, სათანადო რეაგირება მოახდინოს რუსეთის ამ უკანონო ქმედებებზე”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იენს სტოლტენბერგთან დღეს ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრისას განაცხადა და ეს კიდევ ერთხელ დაგმო. ინფორმაციასა და განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ზურაბიშვილი მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, სათანადო რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის უკანონო და ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახავ ქმედებებზე.

„ყოვლად მიუღებელი და უკანონოა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. ეს კიდევ ერთხელ უხეშად ლახავს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს. დღეს, როცა კვლავ ოკუპირებულია აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, მივმართავ საერთაშორისო საზოგადოებას, სათანადო რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის ამ უკანონო და ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახავ ქმედებებზე. აღნიშნული საკითხი საქართველოს პრეზიდენტმა იენს სტოლტენბერგთან დღეს ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრისას დააყენა და კიდევ ერთხელ დაგმო“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტებმა ასლან ბჟანიამ და ალან გაგლოევმა. მილოცვაში, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნდა, ბჟანია პუტინს მიმართავს, რომ მის კანდიდატურას „აფხაზეთის ხალხმა მხარი პრაქტიკულად ერთხმად დაუჭირა“. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სააგენტო „რესის“ ცნობით, პუტინს ხმა მისცა ამომრჩეველთა 97%-მა.

საქართველოს ორ რეგიონში, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა, მოსახლეობის უმრავლესობას რუსეთის მოქალაქეობა აქვს.

რუსეთის ფედერაციის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების ნაწილის კენჭისყრის შედეგები გამოაქვეყნა. ერევნის, ასევე ევროპის დიდ ქალაქებში გახსნილ უბნებზე, ვლადიმერ პუტინმა ვლადისლავ დავანკოვთან წააგო.

რუსეთის ცესკოს მონაცემებით ქალაქები, სადაც პუტინმა წააგო:

ერევანი: დავანკოვი (49,85%), პუტინი (32,87%)
ვარშავა: დავანკოვი (51,01%), პუტინი (19,78%)
პრაღა: დავანკოვი (59,89%), პუტინი (15,68%)
ჰააგა: დავანკოვი (56,88), პუტინი (15,22%)
ვილნიუსი: დავანკოვი (39,22%), პუტინი (29,74%)
ჰაიფა: დავანკოვი (40,82%), პუტინი (33,93%)

ქალაქები, სადაც პუტინმა გაიმარჯვა:

ბაქო: პუტინი (77,26%), დავანკოვი (14,23%)
ბიშკეკი: პუტინი (73,81%), დავანკოვი (18,94%)
ჯენუა: პუტინი (70,86), დავანკოვი (19,55%)
პუკეტი: პუტინი (48,24%), დავანკოვი (38,93%)
სეული: პუტინი (41,47%), დავანკოვი (39,65%)
სოფია: პუტინი (59,93%), დავანკოვი (28,01%)
ტალინი: პუტინი (75,22%), დავანკოვი (12,76%).
ტაშკენტი: პუტინი (57,95%), დავანკოვი (31,92%)

ჯერჯერობით უცნობია ბერლინის, თელ-ავივის, პარიზის, ალმათის, ლისაბონის, ბელგრადის, დუბაის საარჩევნო უბნების შედეგები.

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინმა ხმების 87,3% მიიღო. ოქმების 99,7% დათვლილია.

ვლადიმირ პუტინი მეხუთე ვადით ხდება რუსეთის პრეზიდენტი:

რუსეთის კონსტიტუციით, 1991-დან 2020 წლამდე პრეზიდენტად კენჭისყრა ნებადართული იყო ზედიზედ მხოლოდ ორი ოთხწლიანი ვადით.
პუტინის პირველი ორი ვადა მოიცავდა 2000-2008 წლების პერიოდს.
2008 წლის საკონსტიტუციო ცვლილებით, 2012 წლიდან არჩეული პრეზიდენტების უფლებამოსილების ვადა ექვს წლამდე გაიზარდა.
ვლადიმირ პუტინი პირველი ექვსი წლის ვადით რუსეთის პრეზიდენტი გახდა 2012 წელს, მეორედ კი – 2018 წელს.
2020 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადები „განულდა“, რის საფუძველზეც, პუტინს კენჭისყრის შესაძლებლობა მიეცა კიდევ ორი ვადით – 2024 და 2030 წლებში.

მსგავსი პოსტები

Back to top button