მიუნხენის უსაფრთხოების 59-ე კონფერენცია უკრაინის პრეზიდენტმა დისტანციური დასწრებით გახსნა

უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციას მიუნხენში, რომელიც 17 თებერვალს გაიხსნა, სიტყვით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა. რიგით 59-ე კონფერენციის გახსნისას, მისმა ხელმძღვანელმა, ქრისტოფ ჰოიზგენმა დაგმო უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესია და მას „ცივილიზაციაზე თავდასხმა“ უწოდა. მან მსოფლიოში ომის სხვა კერებიც დაასახელა.მან დაასახელა ძალადობის სხვა კერებიც: ბირმა, ავღანეთი, სირია, ირანი, ეთიოპია და ჰაიტი.
პოლიტიკოსები, სამხედროები, დიპლომატები, 40 ქვეყნის მეთაური, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები – მიუნხენის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო “ბავარიული სასახლე” ისევ მსოფლიოს გავლენიანი პერსონების შეკრების ადგილია. წლის ყველაზე მნიშვნელოვან ფორუმს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას, წელს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.
მიუნხენის კონფერენციაში, რომელიც ყოველწლიურად იმართება და 19 თებერვლამდე გასტანს, 150 ექსპერტი და ბევრი მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ჰოიზგენმა უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე ილაპარაკა და თქვა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად მოხდა, რომ ევროპის ერთი სახელმწიფო მეორის არსებობას არ აღიარებს და ამის გამო თავს ესხმის მას. მისი თქმით, 14 მილიონი უკრაინელია დევნილი, ათიათასობით მოკლული, ნაწამები, გაუპატიურებული და გატაცებული.
უსაფრთხოების რიგით 59-ე კონფერენცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპისთვის ყველაზე დიდი საფრთხის პირობებში ტარდება. ფოკუსი უკრაინაა. მთავარი ამოცანა: ერთიანობა და მეტი ძალისხმევა, რომ აზიური, აფრიკული და ლათინო-ამერიკული ქვეყნები მეტად ჩაერთონ რუსეთის იზოლირებაში.
ეს ასევე არის პირველი კონფერენცია, სადაც მიპატიჟებული არ არის რუსეთის ოფიციალური დელეგაცია. პუტინის ნაცვლად რუსეთს წარმოადგენენ: ხადარკოვსკი და კასპაროვი.
კონფერენციის მონაწილეებს რუსეთ-უკრაინის ომზე მიუნხენში სპეციალურად მომზადებული 176 გვერდიანი ანგარიში ხვდებათ. მიუნხენში ჩასულია შეერთებული შტატების რეკორდულად დიდი დელეგაცია: ვიცე-პრეზიდენტის კამალა ჰარისის და სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის მეთაურობით.
ვაშინგტონს ტრანსატლანტიკური ერთიანობის იმედი აქვს, თუმცა ანგარიშში გამოწვევად ისიც აღნიშნულია, რომ ნეიტრალურ და რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილ ქვეყნებში ბევრად მეტი ადამიანი ცხოვრობს. ამიტომ, მიუნხენის მიზანი იმ ქვეყნების კოალიციის გაფართოებაც არის, ვინც საერთაშორისო წესებს ეთანხმება.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზლენსიკმ, ონლაინ მიმართვისას მიუნხენის შეხვედრის მონაწილეებს, განუცხადა, რომ „უკრაინის გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს“. მან დაიჩივლა იმის გამო, რომ ფერხდება უკრაინისთვის იარაღის მიწოდება.
კონფერენციის მასპინძელმა, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა გახსნაზე, რომ მოკავშირეებმა რომლებსაც აქვს იარაღი- ტანკები, ახლა უნდა გაუგზავნონ ისინი უკრაინას.
პირველი, ვინც წლევანდელი მიუნხენის კონფერენცია ონლაინ გახსნა, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იყო.
მან კიევიდან მიმართა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მონაწილეებს, რომლებიც ეკრანზე მის გამოჩენას ფეხზე ადგომით და ტაშით შეხვდნენ.
ზელენსკიმ გაიხსენა ბერლინის კედელი, რომლითაც გაყოფილი იყო არა მხოლოდ გერმანია, არამედ თავისუფალი და ტოტალიტარული მსოფლიოც და თქვა, რომ დღეს რუსეთი ცდილობს ასეთივე კედელი ააშენოს უკრაინასა და დანარჩენ ევროპას შორის. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, ეს არის კედელი თავისუფლებასა და მონობას, ცივილიზაციასა და ტირანიას და განვითარებასა და იმ ნანგრევებს შორის, რომელსაც რუსეთი ტოვებს.
ზელენსკის თქმით, ჩნდება ლოგიკური შეკითხვა – რომელ მხარეს უნდა იყვნენ კულტურა და ხელოვნება? უკრაინის პრეზიდენტის სიტყვებით, კულტურა და კინო პოლიტიკის მიღმა უნდა იყვნენ, მაგრამ არა მაშინ, როცა ეს აგრესიის, მასობრივი მკვლელობის, ტერორის, სხვა ქვეყნების და ხალხის განადგურების და ტოტალური ომის პოლიტიკა, ანუ დღევანდელი რუსეთის პოლიტიკაა. უკრაინის პრეზიდენტმა ბერლინალეს ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა, რომ წლევანდელ ფესტივალზე არ დაუშვეს კრემლის მომხრე პერსონები და რუსეთის მხარდაჭერით გადაღებული ფილმები.
ჩვენ, ყველანი, მთელი თავისუფალი სამყარო, ახლა ვართ დავითი, არ არსებობს სხვა ალეტერნატივა, გარდა გოლიათის დამარცხებისა, რომელიც ჩვენი ცხოვრების გასანადგურებლად მოვიდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიაში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამასთან, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველას უკრაინისთვის ფინანსური მხარდაჭერისა და იარაღით დახმარებისთვის.
„ამ დისკუსიას ჰქვია დავითი მდინარე დნიპროზე. მე ამას განვიხილავ, როგორც სამართლიან პატივისცემის გამოხატვად უკრაინისადმი და იმ ყველაფრისადმი, რასაც ჩვენი ხალხი აკეთებს. თუმცა, ამ წლის განმავლობაში შემართება და სიმტკიცე, დნიპროს გარდა, კიდევ არაერთი სხვა მდინარის ნაპირზეც გამოავლინეს. მათ შორის შპრეეს, სენას, ტემზას, პოტომაკის, ვისლასა და ტიბრის ნაპირებზე. დავითი ახლა ჩვენ ვართ ყველანი, მთელი თავისუფალი სამყარო. არ არსებობს სხვა ალეტერნატივა, გარდა გოლიათის დამარცხებისა, რომელიც ჩვენი ცხოვრების გასანადგურებლად მოვიდა. დავითად ყოფნა ნიშნავს ბრძოლას და ჩვენ ვიბრძვით. დავითად ყოფნა ნიშნავს გამარჯვების შურდულის ფლობას. ჩვენ ჯერ ეს შურდული არ გვაქვს ისრაელიდან, მაგრამ მჯერა, ეს დროებითია. ახლა მინდა, მადლობა გითხრათ ძლიერი მხარდაჭერისთვის, ფინანსური დახმარებისა და იარაღისთვის. მადლობას გიხდით ყველას, ვინც შურდულს აძლევს უკრაინელ დავითს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ისურვა, რომ მომავალ წელს მიუნხენში ისევ შეიკრიბონ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, მხოლოდ პოსტ-ომის ვითარებაზე ისაუბრონ, მაშინ, როცა უკრაინა იქნება გამარჯვებული და თავისუფალი.
“უკრაინა ნათლად ეუბნებოდა მსოფლიოს, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ საკუთარი თავისთვის, თუ რუსეთი დაიწყებს სრულმასშტაბიან ომს. მინდოდა მსოფლიოსგან მომესმინა: უკრაინა ჩვენ თქვენთან ვიქნებით. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ მას შემდეგ გავიგე, რაც რუსულმა რაკეტებმა ჩვენს მიწას დაარტყა, მას შემდეგ, რაც რუსულმა ტანკებმა დაიწყეს გადაადგილება, უკვე მას შემდეგ, რაც პუტინმა გაანადგურა ყველა ალტერნატივა, დატოვა მხოლოდ ერთი. თუ ვინ მოიგებს? ის თუ ჩვენ? შანსები არ აქვს, მაგრამ სამწუხაროდ აქვს პოტენციალი. სამწუხაროდ, ის ცდილობს მოიპოვოს დამატებითი დრო მისი აგრესიისთვის მსოფლიოსთან ვაჭრობით. სამწუხაროდ, მას ჯერ კიდევ შეუძლია მრავალი სიცოცხლის განადგურება. ბევრის. ამიტომ უნდა ვიჩქაროთ,” – აცხადებს ზელენსკი.
მიუნხენში იმყოფება საქართველოს დელეგაციაც, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს. პრემიერ-მინისტრს უკვე ჰქონდა რამდენიმე პირისპირ შეხვედრა.
შარშან ამ დროს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას გაცილებით იოლი გამოწვევები ჰქონდა, თუმცა ფორუმის დასრულებიდან რამდენიმე დღეში დაიწყო ომი, რომელმაც მსოფლიოს თამაშის წესები თავდაყირა დააყენა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის ჯოზეფ ბორელთან შეხვედრა 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების საკითხს შეეხო. ამასთან, პრემიერს საუბარი ჰქონდა რამდენიმე მსხვილი კომპანიის წარმომადგენელთან, საქართველოში არსებულ საინვესტიციო კლიმატთან დაკავშირებით.
“პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შესაძლებლობა დასწრებოდა გახსნით ცერემონიალს, სადაც გაჟღერდა უმნიშვნელოვანესი გზავნილები. ლიდერებმა ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომლებიც უსაფრთხოების კუთხით აწუხებს მთელ ევროპას და არამარტო.
ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შეხვედრა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ბატონ ბორელთან. საუბარი შეეხო იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს 12 პუნქტის შესრულების მიმართულებით. პრემიერმა მას გაუზიარა იმ ძალიან მნიშვნელოვანი აქტივობის შესახებ ინფორმაცია, რომელიც საქართველომ 2022 წელს გაატარა.
პრემიერ-მინისტრს, გარდა ოფიციალური შეხვედრისა ბატონ ბორელთან, შეხვედრა ჰქონდა რამდენიმე მსხვილ კომპანიასთან. საუბარი შეეხებოდა იმ საინვესტიციო კლიმატს, რომელიც იქნება საქართველოში, რომელიც არის მიმზიდველი საერთაშორისო კომპანიებისთვის და პარალელურად პოლიტიკური შეხვედრებისა, პრემიერ-მინისტრი ყოველთვის და მათ შორის მიუნხენში მართავს ამ შეხვედრებს, რათა კომპანიებს თავად გაუზიაროს ის მიზიდულობა, რომელიც აქვს საქართველოს ბიზნესისთვის,” – განაცხადა დარჩიაშვილმა.
გერმანიაში, მიუნხენის უსაფრთხოების 59-ე კონფერენცია დღეს გაიხსნა. ფესტივალის ხელმძღვანელებმა გახსნის ცერემონიაზე ვოლოდიმირ ზელენსკი მიიწვიეს უკრაინელი ხალხისა და მისი ბრძოლისადმი სოლიდარობის და რუსეთის აგრესიული ომის დაგმობის ნიშნად.