მიუსაფარი ძაღლები კახეთში [გადაცემა]

კახეთის არც ერთ მუნიციპალიტეტში მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარი არ არსებობს. არადა, თითოეულ რაიონში მათი რაოდენობა თითქმის ყოველდღე მატულობს. 2015 წელს მხოლოდ თელავში ძაღლის მიერ ადამიანის დაკბენის 341 შემთხვევა დაფიქსირდა.

ლაგოდეხში, უპატრონოდ დარჩენილი ასობით ცხოველი მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. მშიერი ძაღლები საცხოვრებელ სახლებში შედიან, ერჩიან ფეხით მოსიარულეებს და ბავშვებს. ხალხი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს, თუმცა ხელისუფლებას ჯერ არც პრობლემის მოგვარების კონკრეტული გეგმა და არც ფინანსები აქვს.

მოუსმინეთ გადაცემას, რომელსაც გიორგი ალადაშვილი უძღვება ►

გადაცემა მომზადებულია სათემო რადიოთა ქსელის – “პოლიფონია”-ს ფარგლებში. ამ რადიოპროექტს ახორციელებენ “სტუდია რე” და ბრიტანული ორგანიზაცია “მედია ტრენინგ ცენტრი”. პროექტი მხარდაჭერილია დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ.

მსგავსი პოსტები

Back to top button