მნიშვნელოვანიპოლიტიკასიახლეები

“მივმართავ უცხოელ პარტნიორებს, დადექით ამ ხალხის გვერდით”

საქართველოს ექს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უცხოელ პარტნიორებს მოუწოდეს, რუსთაველზე მდგარი ხალხის გვერდით დადგნენ.

ამის შესახებ მან აქციაზე, სიტყვით გამოსვლაში განაცხადა.

“მინდა, მივმართო ჩვენს უცხოელ პარტნიორებს – მადლობა თანადგომისთვის და მინდა, ერთი რამ გითხრათ, მე ვიცნობ ქართულ საზოგადოებას და ქართველ ერს, თქვენც იცნობთ, მაგრამ, ალბათ, მე უკეთესად ვიცნობ. ეს იცოდეთ, როდესაც რუსთაველი ასე ივსება და როდესაც ქართველი ერის მოთმინების ფიალა ივსება, არ ყოფილა, რომ ამ ხალხს გამარჯვებისთვის არ მიეღწიოს. დროზე დადექით ამ ხალხის გვერდით”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველზე, პარლამენტის წინ, გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ოპოზიცია, ბოიკოტს უცხადებს 31 ოქტომბრის საპარლაენტო არჩევნებს და ხელახალი არჩვნების ჩატარებას მოითხოვს.

სამოქმედო გეგმას, ოპოზიცია, დღევანდელ აქციაზე გააჟღერებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button