საქართველოსიახლეები

“მიზნობრივი ჯგუფების აგრესიული ტესტირება დაიწყო”

საქართველოში მიზნობრივი ჯგუფების აგრესიული ტესტირება დაიწყო. მათ შორის, პირველ ეტაპზე იგეგმება მედპერსონალის შემოწმება, იმ ადამიანების, რომლებიც ინფიცირებულ პაციენტებთან 24 საათის განმავლობაში პირდაპირ კონტაქტზე არიან.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მიზნობრივი ჯგუფები ეტაპობრივად გაფართოვდება და ამ ეტაპზე აგრესიული ტესტირება პრიორიტეტულია.

“გარკვეულ ჯგუფებსაც ვიკვლევთ. ისეთებს, როგორიც არის მედპერსონალი. ეს არის პირველი გადადგმული ნაბიჯი მიზნისკენ, რასაც ჰქვია აგრესიული შემოწმება. აგრესიული ტესტირება, რა თქმა უნდა, არის პრიორიტეტი ჩვენთვის, უბრალოდ მასაც გააჩნია დრო და სივრცე, სად და როგორ უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მივიღოთ მაქსიმალური შედეგი,”- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button