“მჯერა, რომ ქიბარ ხალვაში ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს”

ქიბარ ხალვაში ადვოკატი პაატა სალია მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორი იყო და ამ ბრძლაში ქიბარ ხალვაში აუცილებლად გაიმარჯებს.
“მიგვაჩნდა, რომ სასამართლოს გადავწყვეტილება არსებითად სწორი იყო, ეფუძნებოდა იმ არგუმენტაციას, რომელიც ჩვენ სასამართლოში წარვადგინეთ. ჩვენ დავიცავით ჩვენი პოზიცია სააპელაციო სასამართლოში და ვთვლით, რომ სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო”,-აღნიშნა სალიამ.
მისივე თქმით, დავა, ბრძოლა არ დასრულებულა. “მაგრამ მჯერა, რომ ქიბარ ხალვაში ამ ბრძოლაში აუცილებლად გაიმარჯვებს”, – განაცხადა პაატა სალიამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.
შესაბამისად, ტელეკომპანიის 100-ვე პროცენტის მფლობელად კვლავ ქიბარ ხალვაში რჩება. უფრო კონკრეტულად, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, “რუსთავი 2”-ის 60% ეკუთვნის ქიბარ ხალვაშს, 40% კი – შპს “პანორამას”, რომლის მფლობელიც ასევე ქიბარ ხალვაშია.