მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

მკაცრი კარანტინი ქობულეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე ადმინსიტრაციულ ერთეულში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება.

ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპირეკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვაში და წყავროკაში შემოდის სპეიცალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება.

შეგახსენებთ, ე.წ. “ქობულეთის კლასტერი” უკავშირდება 55 წლამდე ბათუმელ ქალს, რომელიც ქობულეთში, სოფელ გვარაში, სტუმრად ოჯახთან იმყოფებოდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, უცნობია, თუ ვინ არის “ქობულეთის კლასტერის” პირველწყარო. ასევე უცნობია, ქალმა გადასდო ქობულეთში მცხოვრებ მამას, თუ პირიქით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ჯანდაცვის სამსახურებმა უკვე დაიწყეს ყველა იმ შესაძლო კონტაქტის მოკვლევა, რომელიც “ქობულეთის კლასტერს” უკავშირდება.

როგორც ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მედიკოსებმა მოსახლეობის პროაქტიული თერმოსკრინინგი დაიწყეს.

მისივე თქმით, ქობულეთის სოფლებში – გვარა, მუხაესტატე, ლეღვა და წყავროკა მოქალაქეებს გარეთ გამოსვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლებათ, როდესაც ისინი პროდუქტის ან მედიკამენტის შეძენას, ან სამედიცინო მომსახურების მიღებას საჭიროებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button