მხატვარი მუზეუმში მანეს სურათის წინ გაშიშვლდა [Photo/video]

ლუქსემბურგელი მხატვარი, დებორა დე რობერტისი პარიზის ორსეს მუზეუმში ედუარდ მანეს სურათის – “ოლიმპიას” წინ გაშიშვლდა, – იუწყება The Local.

დე რობერტისმა აქცია მხატვარ-იმპრესიონისტის სურათის წინ მოაწყო, რომელზეც შიშველი ქალია გამოსახული. მხატვარი იატაკზე ზუსტად იმ პოზაში დაწვა, როგორშიც მანეს ქალია დახატული. ამ აქციის გამო სამართალდამცველებმა სკანდალურად ცნობილი მხატვარი დააკავეს.

ინციდენტი ორსეს მუზეუმში გამოფენაზე, სახელწოდებით “ბრწყინვალება და სიღატაკე: 1850-1910 წლების პროსტიტუცია” მოხდა. მხატვარი გაშიშვლდა, იატაკზე დაწვა და ფოტოაპარატით ხალხის რეაქციის დაფიქსირება სცადა.

მუზეუმის დაცვამ დარბაზი დახურა, დე რობერტისს ჩაცმა სთხოვა და პოლიციას გამოუძახა. მხატვრის ადვოკატმა განაცხადა, რომ დე რობერტისის აქცია ხულიგნობა კი არ არის, არამედ მხატვრული აქტია.

გამოცემა The Local აღნიშნავს, რომ პირველად დებორა დე რობერტისი, 2014 წელს, გუსტავ კურბეს ნამუშევრის – “სამყაროს წარმოშობის” წინ გაშიშვლდა და იმ პოზაში დაჯდა, როგორც მხატვარმა ქალის გენიტალიები დახატა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”27634″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button