მხოლოდ ლაგოდეხში 150 ჰა ნათესები დაიტბორა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტიქიამ დაახლოებით 150 ჰექტარი სასოფლო – სამეურნეო ნათესები დატბორა – ამის შესახებ რადიო “ჰერეთს” კახეთის გუბერნატორმა განუცხადა.
ირაკლი შიოლაშვლის თქმით, გაცილებით ნაკლებია ზარალი ახმეტის მუნიციპალიტეტში. რწმუნების ინფორმაციით, ძლიერი წვიმების შედეგად მიყენებულ ზარალს ხელისუფლება უახლოეს მომავალში დაითვლის და ზუსტ ოდენობას დაადგენს.
შიოლაშვილის განცხადებითვე, დაზარალებული მოსახლეობის ნაწილს მოსავალი დაზღვეული ჰქონდა, ამიტომ მისი ანაზღაურება მოხდება სადაზღვეო კომპანიების მხრიდან.
მოხდება თუ არა დაუზღვეველი მოსახლეობისთვის ზარალის ანაზღაურება, სახელმწიფოს ამ დრომდე არ გადაუწყვეტია.