მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

მკოიანების ბენზინგასამართთან მომხდარი ჩხუბის მონაწილე

ახალქალაქში დეპუტატ ენზელ მკოიანის ბენზინგასამართ სადგურთან მომხდარ ჩხუბში მონაწილე ა.ტ. დააკავეს. მას პატიმრობა უკვე შეეფარდა.

ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

ახალქალაქში ამბობენ, რომ ა.ტ. ენზელ მკოიანთან დაახლოებულ პირთან ერთად მონაწილეობდა ჩხუბში, თუმცა მხოლოდ ის დააკავეს.

„დაკავებული ბენზინგასამართი სადგურის თანანმშრომელია. ჩხუბის დროს ჩანაწერში მკოიანთან დაახლოებული პირიც ჩანდა. ეგ ამოშალეს ვიდეოდან, ხოლო ის კადრები, სადაც დაკავებული ჩანდა, გადასცეს პოლიციას. “მთავარი” წყლიდან სუფთა ამოვიდა.” – განაცხადეს ახალქალაქში.

ახალქალაქში დეპუტატ ენზელ მკოიანის ბენზინგასამართ სადგურთან ჩხუბი 8 მაისს მოხდა. ადგილობრივების განცხადებით, მკოიანებთან დაახლოებული პირი და მისი მეგობრები სოფელ ხოსპიოში მცხოვრებ ახალგაზრდებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

საქმეზე გამოძიება 126-ე ძალადობის და 118-ე ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button