მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

“მკვლელებსა და კაციჭამიებთან ერთად ვიხდი სასჯელს”

სოციალურ ქსელში სპორტსმენ ავთანდილ ხურციძის წერილი ვრცელდება:

“დამნაშავე არა ვარ და არც თავისუფლების იმედი დამიკარგავს. გული იმაზე მწყდება, რომ ჩემს საქმეს “რუსი მაფიოზი” აწერია და ასეც გამასამართლეს, იმის მიუხედავად, რომ პროცესს ოთხი ქართველი თარჯიმანი მითარგმნიდა.

“დამეხმარეთ ვინმე ან მთავრობას შეაწვდინეთ ხმა მკვლელებსა და კაციჭამიებთან ერთად ვიხდი სასჯელს, მაგრამ კიდევ უფრო მკაცრი რეჟიმის საპატიმროშიც რომ გადამიყვანონ, ვპირდები ქართველ ხალხს, რომ იქაც პირველი ვიქნები ჩემი პატიოსნებით, დისციპლინითა და რეჟიმით! არასდროს ვყოფილვარ არც “ძველი” და არც “ქუჩის” ბიჭი, სიმართლის, პატიოსნების და ვაჟკაცობისთვის კი გაქანებულ მატარებელს დავეტაკები და ვარ კიდეც დატაკებული”

შეგახსენებთ, ექვსი საჩემპიონო ქამრის მფლობელი ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე, რუსული დანაშაულებრივი სინდიკატის წევრობის ბრალდებით, 2017 წლის 8 ივნისს ნიუ-იორკის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, 2018 წლის სექტემბერში კი, 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button