კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მკვლელობა და დაჭრა ჩუმლაყში

სროლის შედეგად, გურჯაანში ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ხოლო ერთი ყელის არეშია დაჭრილი. შემთხვევა სოფელ ჩუმლაყში მოხდა, რასაც ახალგაზრდებს შორის ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა წინ.

ადგილობრივების თქმით, მათ რამდენჯერმე სროლის ხმა გაიგეს, რის შედეგადაც დაიჭრა ორი ადამიანი. ერთი ​საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, გურჯაანის “ჯეოჰოსპიტალსის” საავადმყოფოში, მძიმე მდგომარეობაშია მოთავსებული.

გურჯაანის ,,ჯეოჰოსპიტალსის” დირექტორის, გელა ორველაშვილის განცხადებით, დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა. მას, ცეცხლსასროლი იარაღით, ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.

ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button