მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
მკვლელობა კახეთში

მკვლელობა კახეთში – გარდაცვლილია 25 წლამდე ასაკის მამაკაცი.
შემთხვევა გვიან , ღამით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში მოხდა.
წარსულში ნასამართლევმა 37 წლის მამაკაცმა ახალგაზრდა კაცი, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყელის არეში დანით დაჭრა. დაჭრილი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.
მძიმე დაზიანებები აქვს თავად 37 წლის მამაკაცსაც. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების განმარტებით, პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
კონფლიქტის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.