მნიშვნელოვანირეგიონი
მკვლელობა კახეთში-გარდაცვლილია 31 წლის მამაკაცი

მკვლელობა კახეთში-გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი
შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცმა მასთან სახლში მისულ თანასოფლელს, ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.
31 წლის კაცი მიყენებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა.
მკვლელობამდე თანასოფლელებს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა, თუმცა რა საკითხზე იყო კამათი, ჯერჯერობით უცნობია.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.