რეგიონი

მკვლელობა კახეთში – გარდაცვლილია 68 წლის ქალი

მკვლელობა კახეთში – გარდაცვლილია 68 წლის ქალი.

შემთხვევა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში მოხდა.
ადგილობრივების ვარაუდით, მკვლელობა სავარაუდოდ, ძარცვას უკავშირდება.

მეზობლები ამბობენ, რომ თავდამსხმელი გარდაცვლილს სახლში დაელოდა და რამდენიმე ჭრილობა კისრის არეში,დანით მიაყენა.

თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიინალა, თუმცა ის, სამართალდამცავებმა თბილისში დააკავეს.
დაკავებული მამაკაცი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

სავარაუდო ბრალდებული წარსულში ნასამართლევია და შემდგომში შეწყალებით არის განთავისუფლებული.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button