მნიშვნელოვანირეგიონი

მკვლელობა კახეთში- გარდაცვლილია ორი მამაკაცი

მკვლელობა კახეთში- გარდაცვლილია ორი მამაკაცი.

შემთხვევა ღამით, თელავის მუნიციპალუტეტის სოფელ ლალისყურში მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ერთად შეკრებილ თანასოფლელებს შორის კონფლიქტი წარმოიშვა, რაც რამდენიმე გასროლით დასრულდა.

ერთ- ერთმა ადგილობრივმა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თანასოფლელი მოკლა, მეორე კი მძიმედ დაჭრა.

დაჭრილი თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში მოყვანისას გარდაიცვალა.
პირი, რომელმაც გასროლები განახორციელა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და მას პოლიცია ეძებს.

სოფელ ლალისყურში ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button