მნიშვნელოვანირეგიონი

მკვლელობა კახეთში-შურისძიების მიზნით ახალგაზრდები ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღით გაუსწორდნენ

მკვლელობა კახეთში- გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა.

30 წლამდე ასაკის მამაკაცები სოფლის ცენტრში, ერთმანეთს ცოტა ხნის წინ, ცეცხლსასროლი იარაღით გაუსწორდნენ.

ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზი შურისძიება გახდა.

კარდენახში ჰყვებიან, რომ ახალგაზრდებს ერთმანეთთან წლების განმავლობაში დაპირისპირება ჰქონდათ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელიც მომხდარის დეტალებს სწავლობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button