მკვლელობა ხადას ხეობაში და დაკავებულის მამის პირველის განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობა იყო და არა უბედური შემთხვევა.
უწყების ინფორმაციით, დაკავებულია 1998 წელს დაბადებული პირი, რომელმაც ურთიერთშელაპარაკებისას თოფიდან გასროლით მოკლა მამა-შვილი, ხოლო დედა გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა. დაკავებულის შერაცხადობის საკითხის გასარკვევად ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩატარდება.
პირი, რომელსაც ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის შვილის მკვლელობა ედება ბრალად, 19 წლის მალხაზ კობაურიაა. ბრალდებული წილკანის დევნილთა დასახლების მკვიდრია და ხანდას ხეობაში მწყემსად მუშაობდა. ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებულის მამა პირველ განცხადებას აკეთებს. დაკავებულის მამა, იორამ კობაური აცხადებს, რომ ცდილობს გაარკვიოს რა მოხდა. მშობლებმა მომხდარის შესახებ ინფორმაცია მეზობლებისგან შეიტყვეს.
ისინი არ ეთანხმებიან გავრცელებულ ინფორმაციას და ამბობენ, რომ მათი შვილი დანაშაულს არ ჩაიდენდა, ის უბრალოდ დააშინეს და ამიტომ არის დაკავებული. დაკავებულის მშობლები ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ და ამბობენ, რომ აუცილებლად უნდა დაისაჯოს რეალური მკვლელი. ადვოკატი არ აკონკრეტებს აღიარებს თუ არა დაკავებული ბრალს. უფლებადამცველი საქმის მასალებს მცხეთის პოლიციაში ეცნობა. კობაური ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. პოლიციაში არიან მისი მშობლები და ადვოკატიც. ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი გუშინ დააკავეს. აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს.