მკვლელობა ლაგოდეხში

ლაგოდეხის რაიონის სოფელ ბოლქვში მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

შემთხვევა 29 ნოემბერს მოხდა, რა დროსაც მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით ძმის სიმამრი მოკლა, რძალი კი დაჭრა.

ადგილობრივების ინფორმაციით ოჯახში დაბადების დღეს აღნიშნავდნენ და მკვლელობა სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცების დაპირისპირებას მოყვა.

პოლიციამ ერთი მამაკაცი უკვე დააკავა. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button