მნიშვნელოვანირეგიონი

მკვლელობა სოფელ გავაზში

მკვლელობა ყვარლის მუნიციპალიტეტში-გარდაცვლილია მამაკაცი.
სოფელ გავაზში თანასოფლელმა 45 წლის მამაკაცს , რამდენიმე ჭრილობა , ცივი იარაღით, მუცლის არეში მიაყენა.
დაჭრილი მამაკაცი სავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ადგილობრივების ინფორმაციით, თანასოფლელებს შორის დაპირისპირება სუფრასთან დაიწყო, რაც შეხლა- შემოხლაში გადაიზარდა.

მკვლელობაში ბრალდებულს თელავის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა უკვე შეუფარდა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს 7- დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button