მნიშვნელოვანირეგიონი
მკვლელობა სოფელ პატარძეულში

მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში-გარდაცვლილია მამაკაცი.
შემთხვევა სოფელ პატარძეულში მოხდა. გამოძიების მიერ ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა, 41 წლის ზურაბ კოვალენკო ცეცხლსასროლი იარაღიდან რვა გასროლით მოკლა.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, გარდაცვლილს საგარეჯოს პოლიციის თანამშრომლის ძმამ ესროლა, თუმცა გამოძიებას ბრალდებულის სახით, ჯერჯერობით არავინ ჰყავს დაკავებული.
რა გახდა მხარეებს შორის დაპირისპირების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.
ადგილობრივები რადიო ჰერეთს უყვებიან, რომ პირი, რომელმაც სავარაუდოდ ესროლა კოვალენკოს, ცეცხლსასროლი იარაღით ხშირად გადაადგილდებოდა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.