მკვლელობა თელავში
თელავში ყოფილი პოლიციელი მოკლეს. შემთხვევა ბახტრიონის ქუჩაზე წუხელ მოხდა.
პოლიციის წინასწარი მონაცემებით, ბექა აბულაძეს ავტომატიდან საკუთარ სახლთან ესროლეს. 36 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
აბულაძის ოჯახი არ გამორიცხავს, რომ მკვლელობა შესაძლოა გარდაცვლილის პოლიციაში მუშაობის პერიოდს უკავშირდებოდეს და შურისძიების ნიადაგზე იყოს ჩადენილი.
საქმეზე ჯერ არავინ დაუკავებიათ. სამართალდამცავებმა დამნაშავის დასაკავებლად რეიდი განახორციელეს. რამდენიმე საათის განმავლობაში თელავის ყველა შესასვლელი საპატრულო პოლიციის მიერ კონტროლდებოდა.