კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონი

მკვლელობა თელავში ავტომანქანის შესყიდვის თემას მოჰყვა

თვითმხილველთა განცხადებით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსპირში 42 წლის ვანო ხანჯალიაშვილი მოკლეს.

გავრცელებული ვერსიით, გარდაცვლილს სასიკვდილო ჭრილობა, ცეცხლსასროლი იარაღით, თავის არეში, აქვს მიყენებული.

ადგილობრივების ინფორმაციით, დამნაშავე ადგილობრივია და სოფელ იყალთოში ცხოვრობს.

მათი თქმით, კონფლიქტი ავტომანქანის შესყიდვაზე მოლაპარაკების დროს დაიწყო.

რადიო “ჰერეთის” ინფორმაციით, შემთხვევა ხანჯალიაშვილსა და იყალთოელს შორის, მანაქანის გასაყიდ თანხაზე შეუთანხმებლობას მოჰყვა.

გარდაცვლილი ძმასთან ერთად, მოძველებულ მანქანებს ყიდულობდა და შეკეთების შემდეგ ყიდდა.

მკვლელობა ტაქსში მოხდა, რომლითაც კონფლიტის მონაწილე ორივე პირი გადაადგილდებოდა.

ამ წუთებში, შემთხვევის ადგილზე, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი პოსტები

Back to top button