კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

მკვლელობა ვარკეთილში

ვარკეთილში, კობცოვის ქუჩაზე, ცივი იარაღით შუახსნის მამაკაცი მოკლეს. სავარაუდოდ, მომხდარს, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე დაპირისპირება უძღოდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108- მუხლით მიმდინარეობას, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს.

1998 წელს დაბადებული გ.ვ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მისსავე უბანში მცხოვრებ მამაკაცს – 1973 წელს დაბადებულ ა.ა.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ა.ა. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button