მკვლელობისთვის ბრალდებულ 4 შვილის დედას, პატიმრობა შეეფარდა

თელავის რაიონული სასამართლოს 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს, პატიმრობა შეეფარდა.
საქმის განხილვა დახურულ სხდომაზე წარიმართა.
ბრალდებულის ადვოკატი, ლალი ჩაველაშვილი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის 25 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ განთავისუფლებას ითხოვდა.
სასამართლომ დაცვის პოზიცია არ გაითვალისწინა, დაეთანხმა ბრალდების შუამდგომლობას და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლო სხდომას ესწრებოდა თარჯიმანიც, რომელიც მიმდინარე პროცესს, ბრალდებულისათვის თარგმნიდა.
წინა სასამართლო სხდომა 1 დეკემბერს გაიმართება.
გამოძიება, ბრალდებულს, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ქალს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მკვლელობა სოფელ იორმუღანლოში 7 ოქტომბერს მოხდა. ბრალდების ინფორმაციით, 38 წლის ქალმა, 36 წლის თანასოფლელი, სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა.