სპორტი

პირლო და გატუზო ერთმანეთს იტალიის სუპერთასზე შეხვდებიან

21 იანვარს იტალიის სუპერთასის მორიგი მატჩია ჩანიშნული სადაც ერთმანეთის პირისპირ გატუზოს „ნაპოლი“ და პირლოს „იუვენტუსი“ წარსდგებიან.

ჯენარო გატუზომ და ანდრეა პირლომ წლების განმავლობაში „მილანსა“ და სკუადრა აძურაში ერთმანეთის გვერდიგვერდ ითამაშეს და როგორც თავად ამბობენ,მეგობრობდნენ კიდეც.

ახლა კი მწვრთნელის რანგში მათ სერია A-ს ტიტულოვანი კლუბები აბარიათ და წარმატებულ სეზონს ატარებენ.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გატუზომ ჩვეული იუმორით ისაუბრა და თქვა, რომ მილანში თამაშის დროს ანდრეა მას ხშირად ამასხარავებდა, თავად კი ამის გამო ზოგჯერ წაუთაქებდა ხოლმე კიდეც. „შეხვედრების დასრულების შემდეგ ჩვენ ბევრს ვსაუბრობდით,ახლა კი ის ძალიან დაკავებულია“, – ამბობს ლეგენდარული ჯენარო გატუზო.

ნაპოლისა და ტურინის „იუვენტუსის“ შეხვედრა რეჯო-ემილიაში დღეს ღამის 12 საათზე დაიწყება.

მსგავსი პოსტები

Back to top button