მმართველი გუნდის განცხადება ომბუდსმენის მიმართ ოპოზიციამ მუქარად აღიქვა

“ქართული ოცნების” ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადება, რომლის მიხედვითაც ნინო ლომჯარიას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით ემუქრება, ოპოზიციამ მუქარად აღიქვა.
თამარ კორძაიას თქმით, კობახიძის ეს განცხადება მოულოდნელი არ ყოფილა.
“კობახიძე მთელ სამყაროს აკისრებს პასუხისმგებლობას, ევროპელებს ეუბნება, რომ თუ თქვენ ისე არ ლაპარაკობთ, როგორც ჩვენ გვინდა, თქვენ ხართ მტრები. ამავდროულად ლომჯარიას პასუხისმგებლობა იქნება თუ “ქართული ოცნება” გაშიშვლდება და ყველა გაიგებს, როგორი ძალადობრივი ხელისუფლება გვყავს, რომელიც მზად არის ძალაუფლების შესანარჩუნებლად ადამიანების სიცოცხლეც კი დადოს სასწორზე. არაფერი გასაკვირი არ არის კობახიძის განცხადებებში. გააგიჟა სიმართლის თქმამ კობახიძე.-თამარ კორძაია
ხოლო ზაალ უდუმაშვილის შეფასებით ხელისუფლების ქმედებები დანაშაულებრივია, რადგან ექიმების დასკვნის საპასუხოდ სახალხო დამცველის პასუხისმგებლობის დაყენების საკითხზე საუბრობს.
პარლამენტის წევრის, დავით ბაქრაძის თქმით, თუ ექიმების რეკომენდაცია არ შესრულდება და მიხეილ სააკაშვილს ციხეში რაიმე დაემართება, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა აუცილებლად დადგება იმ ადამიანების, ვინც კონსილიუმის დასკვნა არ გაითვალისწინა.-დავით ბაქრაძე
ოპოზიციის და ირაკლი კობახიძის და მამუკა მდინარაძის ხმა