მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

მმართველი პარტია კალაძის გადაწყვეტილებას ელოდება

“ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ მათი სურვილია, თბილისის მერობის კანდიდატი კვლავ კახი კალაძე იყოს, თუმცა ჯერ უცნობია იღებს თუ არა ამ შეთავაზებას დედაქალაქის მოქმედი მერი.

მმართველი გუნდის წევრი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ კახი კალაძე უალტერნატივო კანდიდატია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კახი კალაძემ, შემდგომ კი უკვე ოცნების პოლიტსაბჭომ უნდა მიიღოს.

“ჩვენი სურვილი არის რომ ისევ კახა კალაძე იყოს თბილისის მერობის კანდიდატი, თუმცა რა თქმა უნდა მისი გადასაწყვეტია საბოლოოდ, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. მიგვაჩნია, რომ ეტაპზე არის უალტერნატივო კანდიდატი – მისი წარსულიდან გამომდინარე, ის არის ჩვენი პარტიის გენერალური მდივანი და ასევე ძალიან წარმატებული მერი, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ იქნება ძალიან წარმატებული და დამაჯერებლად გამარჯვებული მერი. თუმცა საბოლოოდ ეს ჯერ მისი გადასაწყვეტია და მერე პოლიტსაბჭოსი“, – თქვა მაჭარაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button