მსოფლიოსპორტი

მოახდენს თუ არა მეორე სენსაციას შვეიცარია და რა პროგნოზებია აზარის და დე ბრუინის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე?!

დღეს ევროპის ჩემპიონატზე პირველი მეოთხედფინალური მატჩები გაიმართება.

სანკტ-პეტერბურგში შვეიცარიის ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება და როგირც ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ამბობს, საფრანგეთთან შეხვედრის დროს გამოყეებულ ტაქტიკის მსგავსი სტრატეგიის გამოყენებას გეგმავს, რაც მისი აზრით, ნახევარფინალში გასვლის ერთერთი წინაპირობა იქნება.

როგორც ცნობილი გახდა, ესპანეთს საგულშემატკივროდ ცნობილი ტენორი პლასიდი დომინგო გაყვება. ოპერის მომღერალი ამჟამად რუსეთში, გასტროლებზე იმყოფება.
განსხვავებული მდგომარეობაა მეორე შეხვედრაში, სადაც ბელგიის და იტალიის ნაკრებები გაარკვევენ ნახევარფინალის საგზურის მფლობელის ვინაობას.

იტალია ახლა ნეიტრალურ მოედანზე გამოვა ,რაც მას უპირატესობას მცირედით უკარგავს. რაც შეეხება ბელგიას, აქ საქმე არც ისე კარგადაა. ითამაშებენ თუ არა ტრავმირებული ედენ აზარი და დე ბრუინი,მხოლოდ ექიმების გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული . სხვა შემთხვევაში, ეს ფაქტი ბელგიისთვის დიდი დანაკლისი იქნება.

მატჩი მიუნხენში, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

მსგავსი პოსტები

Back to top button