მოახერხებს თუ არა პარლამენტი საბოლოოდ უკრაინასთან დაკავშირებით ერთიანი რეზოლუციის მხარდაჭერას
მოახერხებს თუ არა პარლამენტი საბოლოოდ უკრაინასთან დაკავშირებით ერთიანი რეზოლუციის მხარდაჭერას – მოლოდინის მიუხედავად, დეპუტატები ტექსტზე ვერ თანხმდებიან.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ შიდა კონსულტაციები გაგრძელდება და ყველაფერს გააკეთებენ, რათა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერი ადეკვატური დოკუმენტი მიიღოს. მათი განმარტებით, უთანხმოების მთავარი მიზეზი ის ფაქტი გახდა,
რომ მმართველი გუნდის მიერ შემუშავებულ ტექსტში სიტყვა “რუსეთი” ნახსენები საერთოდ არ არის.
პარტიის “ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გრიგოლ გეგელია კი ამბობს, რომ ამ ტექსტში მმართველი
გუნდის მიერ არ არის ხაზგასმული, რომ გმობენ აგრესორი რუსეთის პოლიტიკას.
თეონა აქუბარდიას და გრიგოლ გეგელიას ხმა
მმართველ გუნდში თვლიან, რომ რეზოლუციის ტექსტის წარმოდგენილ ვარიანტს არაფერი აქვს დასაწუნი და რომ ის სრულად ასახავს მეგობარი ქვეყნის მხარდაჭერას. “ქართული ოცნება” კიდევ ერთხელ საუბრობს ოპოზიციის ვიწროპარტიულ ინტერესებზე.
უმრავლესობის მიერ შემუშავებული დოკუმენტი ბიუროს უახლოეს სხდომაზე დარეგისტრირდება. უთანხმოების გამო არ არის გამორიცხული სესიაზე საბოლოოდ ორი პროექტი გავიდეს – ერთი მმართველი პარტიის, მეორე კი ოპოზიციის.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის თქმით, ოპოზიციამ მოიგონა მიზეზი, რათა რეზოლუციის ტექსტს არ დათანხმებოდნენ.
გივი მიქანაძის და მიხეილ სარჯველაძის ხმა