მოდელმა წელის დასაწვრილებლად 120 ათასი დოლარი დახარჯა [Photo/video]

შვედმა მოდელმა, პიქსი ფოქსმა პლასტიკურ ოპერაციებში 120 ათასი დოლარი დახარჯა, რათა თოჯინას დამსგავსებოდა, – გვაცნობებს The Daily Mail.

ფოქსმა 15 პლასტიკური პერაცია ჩაიტარა – ქვედა ექვსი ნეკნი იმისთვის ამოიკვეთა, რომ წელის გარშემოწერილობა 35,5 სანტიმეტრამდე შეემცირებინა, მკერდი 4-ჯერ გაიდიდა, რინოპლასტიკა გაიკეთა, ტუჩების მოცულობა გაიზარდა, თვალის ჭრილი და სახის კონტური შეიცვალა.

„ადამიანები ხშირად მეუბნებიან, რომ არასწორი გზა ავირჩიე და მულტფილმის გმირს დავემსგავსე. მაგრამ ამ შედარებას ქათინაურად ვიღებ, იმიტომ რომ ეს ზუსტად ისაა, რის მიღწევასაც ვცდილობდი“. – აცხადებს ფოქსი.

შვედმა მოდელმა, რომელიც ამჟამად ჩრდილოეთ კაროლინაში ცხოვრობს, ნეკნების ოპერაცია ერთი თვის წინ ჩაიტარა და ახლა საყვარელი კორსეტის შემოჭერა უმტკივნეულოდ შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ არასტანდარტული ტანის მფლობელ ქალბატონს საკუთარი შინაგანი ორგანოების დეფორმაცია არ ადარდებს და მომავალში – ჯანმრთელობის შესაძლო პრობლემებზე საერთოდ არ ფიქრობს.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”23987″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button