მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

გვაქვს შანსი შევაჩეროთ და თავიდან ავიცილოთ მესამე ტალღა-თენგიზ ცერცვაძე

ეპიდემიოლოგები მოსახლეობას კოვიდრეგულაციების დაცვისა და პირბადეების ტარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ. ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მესამე ტალღის შეჩერება შესაძლებელია თუ მოსახლეობა მოსალოდნელ საფრთხეს კარგად გაიაზრებს.

“თუ გავიაზრებთ იმ საფრთხეს, რომელსაც მესამე ტალღა უქმნის მთელ მსოფლიოს და საქართველოს, მის ეკონომიკას, მის ჯანდაცვის სექტორს, კლინიკურ სექტორს და საბოლოო ჯამში, მთლიანად მოსახლეობის კეთილდღეობას და ხელს შეუშლის ქვეყანას, რომ მოსახლეობა დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას, ჯერ კიდევ ა.

თუ მესამე ტალღას ვერ ავიცილეთ თავიდან, ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე დადგება კლინიკური სექტორი,” – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

შეგახსენებთ, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 030 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 706 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 7 გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით:

• კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 292244 , ბოლო 24 საათში – 1030
• მათ შორის გამოჯანმრთელებული – 279389 , ბოლო 24 საათში – 706
• მათ შორის გარდაცვლილი – 3908 , ბოლო 24 საათში – 7
• ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 32801, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20919, Pჩღ ტესტით – 11882

კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button