მნიშვნელოვანირეგიონი
მოძრაობა დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავეს

მოძრაობა დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავეს – ინფორმაციას ამის შესახებ, “დროას” წევრი თამთა გოგოლაძე ავრცელებს.
გოგოლაძის განმარტებით, ელენე ხოშტარიას თელავის პოლიციასთან ხელბორკილები დაადეს.
ამ ეტაპზე ცნობილი არ არის, რა გახდა ხოშტარიას დაკავების მიზეზი.
ელენე ხოშტარიას დაკავების შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროში , ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებენ.