მნიშვნელოვანირეგიონი

მოძრაობა დროას ლიდერი სასამართლო პროცესს არ დაესწრება

მოძრაობა დროას ლიდერი ელენე ხოშტარია სასამართლო პროცესს არ დაესწრება.

პროცესი თელავის რაიონულ სასამართლოშია ჩანიშნული და ჯერჯერობით უცნობია, ჩატარდება თუ არა სხდომა.

ყვარლის ტბის ტერიტორიაზე გუშინ ჩატარებული აქციის დროს დაკავებული ოთხი აქტივისტი, უკვე გადაყვანილია გურჯაანის რაიონულ სასამართლოში.

დაკავებულების ადვოკატის, ბადურ გულიაშვილის განმარტებით პოლიციის პოზიცია აბსურდულია.

” სამართალდარღვევათა ოქმში წერია, რომ მათ შეურაცხყოფა მიაყენეს რუს ტურისტებს. არადა, იქ ტურისტები არ იყვნენ,თავად პოლიცია ამტკიცებდა, რომ სამარშრუტო მანქანაში ტურისტები არ არიანო. ჩვენ ვერც დავესწარით ოქმის შედგენას, ამით დაკავებულების კონსტიტუციური უფლება დაირღვა”- განაცხადა გულიაშვილმა.

ამ ეტაპზე უცნობია, გუშინ დაკავებული კიდევ რამდენი პირის სასამართლო პროცესი გაიმართება დღეს.

სასტუმრო ყვარლის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამართალდამცავებმა, გუშინ სულ 16 აქტივისტი დააკავეს .

ყველა მათგანს, გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ გადაცდომას, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

მსგავსი პოსტები

Back to top button