კრიმინალიკრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

მოძრაობა “შემახე ამნისტია”-ს აქტივისტები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

მოძრაობა “შემახე ამნისტია”-ს აქტივისტებმა პარლამენტთან მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ აქტის მიღების მნიშვნელობასა და პატიმრების მიმართ სამართლიანი დამოკიდებულების აუცილებლობაზე ისაუბრა.

ალექსანდრე კობაიძე

სიტყვით გამოსვლისას, დემონსტრანტებმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს.

“დღეს გაჟღერდა მთავარი მოთხოვნა, რომ ბატონი გიორგი გახარია მობრძანდეს და დაგველაპარაკოს. ის გახლავთ “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი და ასეთი საკითხის გადაწყვეტა მას შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ არ არის პარლამენტის წევრი. ჩვენ შევხვდით ბატონ თალაკვაძეს, მაგრამ მისგან ვერ მივიღეთ კონკრეტული დაპირება.” – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

მოისმინეთ ალექსანდრე კობაიძის და აქციის მონაწილე მარიამ ასანიძის ხმები.

მსგავსი პოსტები

Back to top button