მოგერინი: ევროკავშირი შეიძლება დაიშალოს ლტოლვილების გამო

ევროკავშირი, მიგრაციული კრიზისის გამო, შეიძლება დაიშალოს, – განუცხადა იტალიურ გაზეთ Il Sole 24 Ore-ს ევროკავშირის უზენაესმა კომისარმა ფედერიკა მოგერინიმ.

“კრიზისი, რომელიც ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებიდან მიგრანთა ტალღამ გამოიწვია, ლტოლვილთა რაოდენობაზე უკვე აღარ არის დამოკიდებული. კრიზისი უფრო გამძაფრდება, თუ ევროკავშირი ამ პრობლემას სერიოზულად არ მიუდგება. ერთობლივი მარეგულირებელი ინსტრუმენტების უქონლობის გამო, ევროკავშირი დეზინტეგრაციის საფრთხის ქვეშ დგას. მიგრანტების უზარმაზარ ნაკადთან გამკლავებას, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ვერცერთი სახელმწიფო შეძლებს, “, – ხაზგასმით აღნიშნა მოგერინიმ.

მისივე თქმით, ევროკავშირის ქვეყნებში მიგრანტების ჩასახლება, ორგანიზაციული თვალსაზრისით, რთული, მაგრამ განხორციელებადი და საჭირო პროცესია.

მსგავსი პოსტები

Back to top button